
ჩვენ შესახებ
პორტალ ჰაუსი
მრავალფუნქციური საწარმო „პორტალ ჰაუსი“ წარმოადგენს ჰოლდინგური კომპანია „პორტალ ინვესტის“ შვილობილ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას სხვადასხვა ტიპის ბიზნესში, იგი 2014 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის შექმნის დღიდან, ჩვენი მთავარი მისიაა მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება, რომელიც პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს და თანამედროვე სტანდარტებს.

Portal Construction
ინდუსტრიული
მშენებლობა

Felik's
ღვინის ბარი
ფელიკ'ს
ჩვენი
საქმიანობის სფერო

„პორტალ ჰაუსის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების კონტეინერების წარმოება. კომპანიამ უკვე წარმატებით დაამზადა 4000-ზე მეტი პროდუქტი, რომელთა ხარისხი და საიმედოობა დასტურდება ჩვენი პარტნიორებისა და კლიენტების კმაყოფილებით. ჩვენი პროდუქცია მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და ინდუსტრიულ დანიშნულების კონტეინერებს, რომლებიც განკუთვნილია მოქნილი და ფუნქციური გამოყენებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხართ თვენ!
„პორტალ ჰაუსი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კლიენტთან თანამშრომლობას და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეული პროექტი მოერგოს კონკრეტულ მოთხოვნებს და უზრუნველვყოთ ყველა საჭიროების დაკმაყოფილება. ეს დამოკიდებულება გვაძ ლევს საშუალებას დავამყაროთ გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია ქართული წარმოების განვითარება და სტაბილური ადგილის დაკავება საერთაშორისო ბაზარზე. „პორტალ ჰაუსი“ განაგრძობს ზრდას, ინოვაციებს და მომხმარებელთა საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას.

ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი შედგება 50-ზე მეტი გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტისგან, რომლებიც მუდმივად იღრმავებენ ცოდნას და აწვდიან ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ჩვენს მომხმარებლებს. გუნდის თითოეული წევრი მზად არის გაუმკლავდეს ყვე ლაზე რთულ და მასშტაბურ პროექტებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქციის მაქსიმალური სანდოობა და გამორჩეული ხარისხი.



